იასამნის დარაჯი ელჯერნონი


თითქმის გადავიწყებულ ბლოგს მოვადექი ისევ.   უკვე 18  წლის ვარ თუმცა არაფერი  შეცვლილა ჩემში.  ან რა უნდა შეცვლილიყო,  მე  მე ვარ,  ზოგჯერ მგონია ამ ''მე'ობას''  ვერ მოვიშლი და  ვიქნები მუდამ ასეთი. გამოცდები  კარზე მიკაკუნებს  მე კიდევ ისტორიის  დაკონსპექტების ნაცვლად  ვზივარ  და    სადღაც შორს დავფირნავ  ფიქრებით.    დღის ეს მონაკვეთი მიყვარს, მზე ჩემს ფანჯარას  ადგას  და ნელნელა   იწურება.   ფანჯარას ვაღებ ჰაერსი ჯერ კიდევ  გაზაფხულის  სურნელი ტრიალებს,   ბავშვებისგან გაძარცვულ იასამანის ხეს   ერთი კინკილა ყვავილიღა შერჩა და  შეუფასებელი ექსპონატივით ვუფრთხილდები მას.    მის გვერდით ბებერი ვაშლის ხეა,  ჩემზე ბევრად დიდი იქნება ასაკით, წელში მოხრილია და ამიტომაც გვიყვარდა ბავშვებს ის.    ტოტებს დაბლა გვიშლიდა თითქოს სურდა    ჯერ კიდევ  მოუმწიფებელი   ვაშლებით აგვემჟავებინა პირი.   ახლა კი  უნაყოფო და მიტოვებული   ყვავილებს დაბლა ყრის და წვიმასთან ერთად ტირის .  ალბათ  წერა რომ დავიწყე 10 წლის ვიქნებოდი.   ახლა თითქმის აღარაფერს ვწერ.   დღიურშიც კი შევწყვიტე ყოველდღიურობის    აღწერა.  მახსოვს  სკოლაში როგორ თამამად წარვადგენდი  ჩემს  მოთხრობებს,   პათეტიკური კითხვა კი   მსმენელზე  (ჩემს  კლასელ გოგოებზე)    კარგად მოქმედებდა.   ერთი  ორ ცრემლსაც ვხედავდი ხოლმე და   მეტი რაღა მინდოდა? თავი  შემდგარი მწერალი მეგონა.  ახლა მეცინება  მაშინდელი მეს გახსენებაზე,  ბილი მილიგანის  არ  ვიცი მე კი  წარსულში ქექვით ჩემს ბევრ   სახეს ვპოულობ , რომლებიც ვერც კი წარმომედგინა, რომ მე მეკუთვნოდა.  ამიტომ მაშინებს მომავალი, სადაც   ერთი კინკილა  იასამანიც არ მელოდება , სადაც მკვახე ვაშლისთვის ხეებზე  აღარ  ავბობღდები,  იმ მომავლის  სადაც   სეზონების ცვლას ვერ  შევამჩნევ  და  ღამ-ღამობით  ცის ფერიცვალებაც არ გამაოცებს
მეშინია მომავლის სადაც  ერთ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს  , სადაც  არ უნდა გაჩერდე.  არ უნდა დაიღალო,  მოძრაობა, მოძრაობა და სულ მოძრაობა,  სადაც ილიას თერგი უნდა იყო.   მეშინია,  რომ    ცაზე აკიაფებულ ვარსკვლავებში ცრუ იუპიტერს აღარ დავუწყებ ძებნას,  მისი პოვნის იმედს გადავიწურავ. შტორმის მეშინია, რომელშიც  უნდა შევიდე.
თითქოს  ერთ  წყნარ სოფელში ვცხოვრობ სადაც  უბრალო  კოღოებთან მიწევს გამკლავება, მერე  ვიღებ  ჩემს  ბარგს და მივდივარ ქალაქში სადაც  უზარამაზარი კრაზანები მელოდებიან.  მზად  ვარ?    ან  ადამიანები  ამისთვის  წინასწარ ემზადებიან ხოლმე?  არ ვიცი.     ჩემი მასწავლებელმა მითხრა ერთხელ , რომ მე ყველაფერს შევძლებდი რადგან ორი საფეხურით მაღლა ვარ, და  რომ   არ მეშინია  ნაბიჯების გადადგმის.   მაგრამ იქნებ მეშინია?  
და რა  აზრია აქ  ცდას თუ არაფერიი გამოვა?
მოგონებები და გამოცდილებაო...
მაგრამ  განა ასე მარტივია  ამ  მოგონებების და თუნდაც  გამოცდილების გამო უფსკრულსი გადაშვება.

      კიზის   ელჯერნონს  ხსირად ვადარებ ჩემს თავს ,  ახლა  მესამე სტადიაში ვარ  როდესაც  ელრჯერნონს აღარ გამოსდის ლაბირინთში გავსლა და კედლებს  სასოწარკვეთილი აწყდება.   მთავარია ბოლომდე კიზის  ამ თაგუნიას არ  დავემსგავსო და მასსავით არ დავასრულო.

მეშინია. სიცოცხლის, სიკვდილის, არარაობისა კი არა, ისე წასვლის, თითქოს არც არასოდეს მეარსებოს.  დენიელ კიზი ''ყვავილები ელჯერნონისთვის''
https://www.youtube.com/watch?v=TmxSxKxBbQE

Comments

Popular posts from this blog

აბიტურიენტის დღიურებიდან

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

ურწმუნოს ლოცვა