Posts

Showing posts from April, 2017

იასამნის დარაჯი ელჯერნონი

Image
თითქმის გადავიწყებულ ბლოგს მოვადექი ისევ.   უკვე 18  წლის ვარ თუმცა არაფერი  შეცვლილა ჩემში.  ან რა უნდა შეცვლილიყო,  მე  მე ვარ,  ზოგჯერ მგონია ამ ''მე'ობას''  ვერ მოვიშლი და  ვიქნები მუდამ ასეთი. გამოცდები  კარზე მიკაკუნებს  მე კიდევ ისტორიის  დაკონსპექტების ნაცვლად  ვზივარ  და    სადღაც შორს დავფირნავ  ფიქრებით.    დღის ეს მონაკვეთი მიყვარს, მზე ჩემს ფანჯარას  ადგას  და ნელნელა   იწურება.   ფანჯარას ვაღებ ჰაერსი ჯერ კიდევ  გაზაფხულის  სურნელი ტრიალებს,   ბავშვებისგან გაძარცვულ იასამანის ხეს   ერთი კინკილა ყვავილიღა შერჩა და  შეუფასებელი ექსპონატივით ვუფრთხილდები მას.    მის გვერდით ბებერი ვაშლის ხეა,  ჩემზე ბევრად დიდი იქნება ასაკით, წელში მოხრილია და ამიტომაც გვიყვარდა ბავშვებს ის.    ტოტებს დაბლა გვიშლიდა თითქოს სურდა    ჯერ კიდევ  მოუმწიფებელი   ვაშლებით აგვემჟავებინა პირი.   ახლა კი  უნაყოფო და მიტოვებული   ყვავილებს დაბლა ყრის და წვიმასთან ერთად ტირის .  ალბათ  წერა რომ დავიწყე 10 წლის ვიქნებოდი.   ახლა თითქმის აღარაფერს ვწერ.   დღიურშიც კი შევწყვიტე ყოვ