Posts

Showing posts from 2017

ურწმუნოს ლოცვა

Image
დილით  დედას ხმამ გამაღვიძა. გვერდზე ოთახში ექიმს  ესაუბრებოდა ტელეფონზე.  საუბრის დასრულების შემდეგ ვიგრძენი მისი ღრმა , უიმედო ამოსუნთქვა და  მალევე ჩემს ოთახში გაჩნდა.  ბაბუ ისევ მძიმედაა.   ახლა ისე მინდა სოფელში წასვლა როგორც არასდროს.   ბაბუ  წლებია ლოგინადაა ჩავარდნილი.  თითქმის არ ლაპარაკობს,  მთელი დღეები ტელევიზორს უყურებს  და  ელოდება  როდის  გამოვკვებავთ.    სოფლის სახლსაც  ჟრიამული მოკლებული აქვს,  მიუხედავად   იმისა რომ გვერდზე   სამი მეზობელი ოჯახია,  ჩემი სოფლის სახლი მაინც მარტოა. ზაფხულობით და  ზამთრობით არდადეგებზე  ჩავდივარ ხოლმე,    პირველი ბებოს   თვალები მხვდება, უძილო.  შემდეგ ბაბუას გამომეტყველება,  რომელიც  ბოლო ხანს ვეღარ მცნობდა.   ------------------------------------------------ ბაბუ აღარ არის. წავიდა. იმ  დღეს  დედამ მთხოვა , ბაბუ მძიმედაა და  ილოცე ბაბუსთვისო, წლებია   არ მილოცია. ან როგორ უნდა მელოცა?   ან რა უნდა მეთქვა? ან ვისთვის.    მეცადინეობიდან მეცადინეობაზე   მივდიოდი და გზაში  ისევ დედას სიტყვები მიტრიალებდა.  დეიდაშვილის გამოგზავნილი  

იასამნის დარაჯი ელჯერნონი

Image
თითქმის გადავიწყებულ ბლოგს მოვადექი ისევ.   უკვე 18  წლის ვარ თუმცა არაფერი  შეცვლილა ჩემში.  ან რა უნდა შეცვლილიყო,  მე  მე ვარ,  ზოგჯერ მგონია ამ ''მე'ობას''  ვერ მოვიშლი და  ვიქნები მუდამ ასეთი. გამოცდები  კარზე მიკაკუნებს  მე კიდევ ისტორიის  დაკონსპექტების ნაცვლად  ვზივარ  და    სადღაც შორს დავფირნავ  ფიქრებით.    დღის ეს მონაკვეთი მიყვარს, მზე ჩემს ფანჯარას  ადგას  და ნელნელა   იწურება.   ფანჯარას ვაღებ ჰაერსი ჯერ კიდევ  გაზაფხულის  სურნელი ტრიალებს,   ბავშვებისგან გაძარცვულ იასამანის ხეს   ერთი კინკილა ყვავილიღა შერჩა და  შეუფასებელი ექსპონატივით ვუფრთხილდები მას.    მის გვერდით ბებერი ვაშლის ხეა,  ჩემზე ბევრად დიდი იქნება ასაკით, წელში მოხრილია და ამიტომაც გვიყვარდა ბავშვებს ის.    ტოტებს დაბლა გვიშლიდა თითქოს სურდა    ჯერ კიდევ  მოუმწიფებელი   ვაშლებით აგვემჟავებინა პირი.   ახლა კი  უნაყოფო და მიტოვებული   ყვავილებს დაბლა ყრის და წვიმასთან ერთად ტირის .  ალბათ  წერა რომ დავიწყე 10 წლის ვიქნებოდი.   ახლა თითქმის აღარაფერს ვწერ.   დღიურშიც კი შევწყვიტე ყოვ