Posts

Showing posts from October, 2016

აბიტურიენტის დღიურებიდან

Image
რამდენიმე თვეა  რაც   აბიტურიენტი ვარ და უკვე  შეშლილ თახვს ვგავარ,  რომელიც ბორბალში დარბის, დარბის, დარბის  და  ვეღარ ჩერდება.    ეს  წელი არის  დეპრესიის წელი  სადაც ვნანობ ყველა  არ ნასწავლ გაკვეთილს, ყველა გადაწერილ დავალებას  და ყველა უყურადღებობას...  ყველა გადაუშლელ წიგნს,  ყველა ვითომ გაციებული ვარ სკოლაში არ წავალს, ყველა  გუშინ გამომკითხა დღეს არ ვისწავლის....  (სხვები არ  ვიცი როგორ  ხართ აი მე კი ვნანობ).       ამას წინათ  ერთ დღეს  გადავწყვიტე  სკოლა გამეცდინა, რადგან   უნარებზე  ზუსტად დროზე მივსულიყავი.  დილიდან წვიმდა  და  გადაღებას არც აპირებდა.   1 -ს რომ დააკლდა 20 წუთი სახლიდან გავედი  და  ''მარშუტკა''  გავაჩერე.  იმდენად იღბლიანი ვარ  სავსე იყო და ლამის  მძღოლს დავაჯექი თავზე .    სახლს კარგად რომ მოვშორდი   ჩანთაში შემთხვევით ჩავიხედე და აღმოვაჩინე ,რომ დავალების რვეული,  სადაც მთელი 6 ფურცელი  ნაშრომ-ნადღაბნი მქონდა,  სამეცადინო მაგიდაზე დავტოვე, სწრაფად გავაჩერე  და  საპირისპირო მხარეს გადავედი.   ჩემი ლუზერობის ამბავს დიდიხანია შეგუებული

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

Image
  მიუხედავად  იმისა, რომ  დილით ჩემ აფრო კულულებს დიდი დრო შევალიე  სკოლაში მხოლოდ სამი  გაკვეთილი გავჩერდი.  გზაში  ფიქრებმა ისე გამიმტაცა რომ  ვერც კი გავაცნობიერე  სწრაფი ნაბიჯებით სიაურლისას რამხელა შეცდომას ვუშვებდი.   წვიმდა  , ირგვლივ კი  არავინ  იყო, მარტო  მივაბიჯებდი ნაწვიმარ ქუჩებში, სწორედ  ამ დროს მეწყება მელანქოლური შემოტევები და მეც   სვლა შევანელე, ღრმად შევისუნთქე  წვიმის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.   მერე კი  მივხვდი რომ  აღარ მციოდა  , არც  მტკიოდა რამე, სხვა გრძნობა გეუფლეა თითქოს თვრები.   წვიმიანი დღეები მიყვარს როცა სახლში ვარ,  ახლა საწოლში  ვწევარ  შეფუთული და  წვიმის წკაპაწკუპთან ერთად  ბაჩო ჯიქიძის ''ვანგრევ კარს'' ვუსმენ.    გუშინ  წიგნის  საყიდლად ძალიან ბევრი  სიარული მომიწია,  მიყვარს  ასე რომ დავხეტიალობ  რადგან ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვაწყდები.  ერთი პატარა ფისუნია ვნახე  სამას არაგველებზე.  ბურთი, თეთრი გუნდა  საოცრება იყო  თან მოფერება ისე  მოეწონა   ძალიან გამიჭირდა მასთან განშორება.  რომ შემეძლოს ალაბთ ყველა ქუჩის კატა სახლში

დილა

Image
ძილზე შეყვარებული  მაინც და მაინც არ ვარ , ამიტომ  დილით ადრე ვიღვიძებ.  რა არის ყველაზე  კარგი დილაში?   ეს რომ აგიხსნათ ჩემი თვალებით უნდა ხედავდეთ ცას მზის ამოსვლისას,   განსაკუთრებით გვიან  შემოდგომისას, ამ დროს სკოლაში  შედარებით ადრე მივდივარ ხოლმე  და  ცარიელ გზაზე ვჩერდები , ვუყურებ აღმოსავლეთის გადაწითლებულ მხარეს, შემდეგ ნელნელა  ნარინჯისფერსა და ვარდისფერში რომ ირევა,  რამდენჯერ  ვეცადე საღებავებით  გამომსვლოდა  იმის დახატვა რასაც ვხედავ ხოლმე ყოველ დილით, თუმცა, ასეთი ფერების მიღება მხოლოდ ცას შეუძლია ალბათ.    ახლა კი  კვირაა , ჯერ კიდევ საწოლში ვწევარ და  დღის გეგმებს ვაწყობ.  მთელი გრაფიკი ეთმობა  მეცადინეობას, სამწუხაროა დედასთან ერთად  გასეირნებას, რომ ვერ ვახერხებ.   როგორი უნდა იყოს იდეალური დილა?  არ  ვიცი თქვენ რას ფიქრობთ  აი ჩემთვის იდეალური დილა ეს არის  როდესაც  ვიღვიძებ ჩემს პატარა სახლში  სადაც კედლები ცისარტყელას ყველა ფერშია შეღებილი, ჭერზე  კი ღრუბლები და ვარსკვლავები ერთად  ხატია.  აუცილებლად მეხუთე სართულზე ვიქნები, პატარა აივანი მექნება აღმოსვალეთის

მე ანუ უნივერსალური გოგონა

Image
ცხრა თვეა რაც უნივერსალური გოგონა ვარ  და დროა პლაცენტიდან გამოვძვრე.  ახლა უკვე შემიძლია დმაოუკიდებლად ვისუნთქო, ვიკვებო და სამყაროს მივესალმო. ''გამარჯობა, მე ამელი ვარ'' ინტერნეტ სივრცე    ყველაზე საუკეთესო საშვალებაა სამყაროსთან დასაკავშირებლად.  ზიხარ  მარტო ოთახში ,სადაც შენ მუდამ შენ ხარ, მუხლებზე  გიდევს ლეპტოპი და იწყებ წერას:  რა გაწუხებს, რაზე ფიქრობ,  რას აპირებ, რა ხდება შენს გონებაში.  აქ  ნიღაბი არ გჭირდება.     გონება დაგცარიელებიათ?  შინაგანი სამყარო ასანთის ღერებით  აგებულ კოშკს ემსგავსება, რომელიც ყოველ ჯერზე ინგრევა  და  სივრცეში არაფერი გვრჩება.  შენ გრძნობ რომ იმედი გიცრუვდება, გტკივა , მაგრამ   სათქმელს კი უბრალოდ ვერ ამბობ.   ახლა სწორედ ასე ვარ. არ ვიცი რაზე გელაპარაკოთ ჯერჯერობით არარსებულო ''მკითხველებო''.    ბლოგის შექმნის მიზანი   ეს  ჩემი  ფიქრებისგან განთავისუფლებაა.  მინდა  ფრთები შევასხა  და  შორს  წავიყვანო...    ეს სამყარო  ძალიან მოსაწყენი ჩანს,  ამიტომაც  ფრთები  მჭირდება.  აქ კი მგონია მას ვიპოვი.       ახლა კი