აბიტურიენტის დღიურებიდან
რამდენიმე თვეა რაც აბიტურიენტი ვარ და უკვე შეშლილ თახვს ვგავარ, რომელიც ბორბალში დარბის, დარბის, დარბის და ვეღარ ჩერდება. ეს წელი არის დეპრესიის წელი სადაც ვნანობ ყველა არ ნასწავლ გაკვეთილს, ყველა გადაწერილ დავალებას და ყველა უყურადღებობას... ყველა გადაუშლელ წიგნს, ყველა ვითომ გაციებული ვარ სკოლაში არ წავალს, ყველა გუშინ გამომკითხა დღეს არ ვისწავლის.... (სხვები არ ვიცი როგორ ხართ აი მე კი ვნანობ). ამას წინათ ერთ დღეს გადავწყვიტე სკოლა გამეცდინა, რადგან უნარებზე ზუსტად დროზე მივსულიყავი. დილიდან წვიმდა და გადაღებას არც აპირებდა. 1 -ს რომ დააკლდა 20 წუთი სახლიდან გავედი და ''მარშუტკა'' გავაჩერე. იმდენად იღბლიანი ვარ სავსე იყო და ლამის მძღოლს დავაჯექი თავზე . სახლს კარგად რომ მოვშორდი ჩანთაში შემთხვევით ჩავიხედე და აღმოვაჩინე ,რომ დავალების რვეული, სადაც მთელი 6 ფურცელი ნაშრომ-ნადღაბნი მქონდა, სამეცადინო მაგიდაზე დავტოვე, სწრაფად გავაჩერე და საპირისპირო მხარეს გადავედი. ჩემი ლუზერობის ამბავს დიდიხანია შეგუებული