დილა

დილა-ის სურათის შედეგი

ძილზე შეყვარებული  მაინც და მაინც არ ვარ , ამიტომ  დილით ადრე ვიღვიძებ.  რა არის ყველაზე  კარგი დილაში?   ეს რომ აგიხსნათ ჩემი თვალებით უნდა ხედავდეთ ცას მზის ამოსვლისას,   განსაკუთრებით გვიან  შემოდგომისას, ამ დროს სკოლაში  შედარებით ადრე მივდივარ ხოლმე  და  ცარიელ გზაზე ვჩერდები , ვუყურებ აღმოსავლეთის გადაწითლებულ მხარეს, შემდეგ ნელნელა  ნარინჯისფერსა და ვარდისფერში რომ ირევა,  რამდენჯერ  ვეცადე საღებავებით  გამომსვლოდა  იმის დახატვა რასაც ვხედავ ხოლმე ყოველ დილით, თუმცა, ასეთი ფერების მიღება მხოლოდ ცას შეუძლია ალბათ.    ახლა კი  კვირაა , ჯერ კიდევ საწოლში ვწევარ და  დღის გეგმებს ვაწყობ.  მთელი გრაფიკი ეთმობა  მეცადინეობას, სამწუხაროა დედასთან ერთად  გასეირნებას, რომ ვერ ვახერხებ.  
როგორი უნდა იყოს იდეალური დილა?  არ  ვიცი თქვენ რას ფიქრობთ  აი ჩემთვის იდეალური დილა ეს არის  როდესაც  ვიღვიძებ ჩემს პატარა სახლში  სადაც კედლები ცისარტყელას ყველა ფერშია შეღებილი, ჭერზე  კი ღრუბლები და ვარსკვლავები ერთად  ხატია.  აუცილებლად მეხუთე სართულზე ვიქნები, პატარა აივანი მექნება აღმოსვალეთის მხარეს რომ მზის ამოსვლას ვუყურო,  აქ  მოვაწყობ ფლორის სამყარო, რომლის მთავარი ცენტრი  ლიმონის ხე  იქნება.  მიუხედავად იმისა  რომ  საჭმლებს კარგად ვამზადებ, მარტო ცხოვრებისას  ამ  ნიჭს იშვიათად გამოვიყენებ რაც პირდაპირპროპორციული გახდება ჩემი წონის  დაკლების.  ამიტომ დილას  ან ჩაით  ან შვრიის ფაფით დავიწყებ.    იდეალური დილა, გაღვიძება  იმ სახლში სადაც ფისო არ იქნება  ვერ წარმომიდგენია ასე რომ ფლორასთან ერთად  მინი ფაუნასაც მოვაწყობ.  

აი ესეც ჩემი  საოცარი  დილა,  რომელიც  ყოველთვის ოცნებებთან ერთად იწყება.
დედამიწაზე დაშვების  ტკივილებს კი მივეჩვიე.
როგორია თქვენი დილა ?   (ჯერჯერობით არარსებულო მკითხველებო)

https://www.youtube.com/watch?v=S2Cti12XBw4



" არაფერია იმაზე რთული, იყო ლამაზი დილის შვიდი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე. " ბრიჯიტ ბარდო

Comments

  1. მაგარად წერ მომეწონა ძაააააააააააან <3 რატი

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

აბიტურიენტის დღიურებიდან

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)