მე ანუ უნივერსალური გოგონა

ცხრა თვეა რაც უნივერსალური გოგონა ვარ  და დროა პლაცენტიდან გამოვძვრე.  ახლა უკვე შემიძლია დმაოუკიდებლად ვისუნთქო, ვიკვებო და სამყაროს მივესალმო.
''გამარჯობა, მე ამელი ვარ''

ინტერნეტ სივრცე    ყველაზე საუკეთესო საშვალებაა სამყაროსთან დასაკავშირებლად.  ზიხარ  მარტო ოთახში ,სადაც შენ მუდამ შენ ხარ, მუხლებზე  გიდევს ლეპტოპი და იწყებ წერას:  რა გაწუხებს, რაზე ფიქრობ,  რას აპირებ, რა ხდება შენს გონებაში.  აქ  ნიღაბი არ გჭირდება. 
   გონება დაგცარიელებიათ?  შინაგანი სამყარო ასანთის ღერებით  აგებულ კოშკს ემსგავსება, რომელიც ყოველ ჯერზე ინგრევა  და  სივრცეში არაფერი გვრჩება.  შენ გრძნობ რომ იმედი გიცრუვდება, გტკივა , მაგრამ   სათქმელს კი უბრალოდ ვერ ამბობ.   ახლა სწორედ ასე ვარ. არ ვიცი რაზე გელაპარაკოთ ჯერჯერობით არარსებულო ''მკითხველებო''.    ბლოგის შექმნის მიზანი   ეს  ჩემი  ფიქრებისგან განთავისუფლებაა.  მინდა  ფრთები შევასხა  და  შორს  წავიყვანო...    ეს სამყარო  ძალიან მოსაწყენი ჩანს,  ამიტომაც  ფრთები  მჭირდება.  აქ კი მგონია მას ვიპოვი.  
    ახლა კი  სანამ წერას დავასრულებ უბრალოდ  მინდა  ორიოდე სიტყვა ჩემ რეალობაზე გითხრათ. მე ამელი, უნივერსალური გოგო,  ახლა 17 წლის ვარ.  წერა ჩემი საუკეთესო მხარე  არაა , მაგრამ გრძნობების გადმოცემა  ჰობად მექცა.  იმ კლოუნს ვგავარ  თავისი გამოსვლებით  მაყურებლებს რომ იბყრობს, აცინებს, თუმცა სახლში მისული  ცარიელ ლოგინში წვება, სახეზე  მიხატულ ცრემლებს კი მარტოობის მარილიანი წვეთები ურეცხავენ.  სევდანარევი სიახლეები უფრო დიდი დოზით მექნება  ვიდრე სახუმარო მონოლოგები, თუმცა  ის რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს და ჩემი ცხოვრების  80%  ეთმობა  კატებია, ამიტომ  მთლად წყალწაღებული მელანქოლიკიც  არ ვარ.  ერთ პოსტს ჟუჟუს  დავუთმობ აუცილებლად. შეუძლებელია  ამ  ჩემსავით უნივერსალურ ფისოზე,  რომ არ  ვილაპარაკო.
ახლა კი   წასვლის დროა.   (დასასრულს აუცილებლად დავწერ ხოლმე კლასიკოსების  შესანიშნავ ფრაზებს და გემოვნებიანი მუსიკის ლინკს  <3 )
''ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავიც ეუცხოევება, საკუთარ თავს გაურბის.''
გოდერძი ჩოხელი- ადამიანთა სევდა  (აუცილებლად წაიკითხეთ )
https://www.youtube.com/watch?v=Vg1jyL3cr60


Comments

Popular posts from this blog

აბიტურიენტის დღიურებიდან

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

დილა