აბიტურიენტის დღიურებიდან



რამდენიმე თვეა  რაც   აბიტურიენტი ვარ და უკვე  შეშლილ თახვს ვგავარ,  რომელიც ბორბალში დარბის, დარბის, დარბის  და  ვეღარ ჩერდება.    ეს  წელი არის  დეპრესიის წელი  სადაც ვნანობ ყველა  არ ნასწავლ გაკვეთილს, ყველა გადაწერილ დავალებას  და ყველა უყურადღებობას...  ყველა გადაუშლელ წიგნს,  ყველა ვითომ გაციებული ვარ სკოლაში არ წავალს, ყველა  გუშინ გამომკითხა დღეს არ ვისწავლის....  (სხვები არ  ვიცი როგორ  ხართ აი მე კი ვნანობ).  
    ამას წინათ  ერთ დღეს  გადავწყვიტე  სკოლა გამეცდინა, რადგან   უნარებზე  ზუსტად დროზე მივსულიყავი.  დილიდან წვიმდა  და  გადაღებას არც აპირებდა.   1 -ს რომ დააკლდა 20 წუთი სახლიდან გავედი  და  ''მარშუტკა''  გავაჩერე.  იმდენად იღბლიანი ვარ  სავსე იყო და ლამის  მძღოლს დავაჯექი თავზე .    სახლს კარგად რომ მოვშორდი   ჩანთაში შემთხვევით ჩავიხედე და აღმოვაჩინე ,რომ დავალების რვეული,  სადაც მთელი 6 ფურცელი  ნაშრომ-ნადღაბნი მქონდა,  სამეცადინო მაგიდაზე დავტოვე, სწრაფად გავაჩერე  და  საპირისპირო მხარეს გადავედი.   ჩემი ლუზერობის ამბავს დიდიხანია შეგუებული ვარ, მაგრამ არ მეგონა ასე თუ გამწირავდა ბედი,  არც  ''მარშუტკა'' არც ავტობუსი  არ ჩანდა,   სულ  გავილუმპე და  ფეხით  მივდიოდი სახლში როდესაც  ღმერთმა  ანგელოზი გამომიგზავნა.    პოლიციელმა დეიდამ გამიჩერა მანქანა და  შემომთავაზა   სახლამდე მიყვანა ,  სახელი არ მიკითხავს  არც არაფერი  მაშინვე მიხვდა რომ აბიტურიენტი ვიყავი  იმდენად გატანჯული სახე მქონდა.   ჰეფი ენდით  მეგონა დასრულდებოდა ეს ამბავი მაგრამ  სამწუხაროდ საღამოს   38 მა და 3 -მა  ხაზმა  ყველაფერი შეცვალა.  

           სულ მეგონა აბიტურიენტობა   წონაში დაკლების  არაჩვეულებრივი  გზა იყო თუმცა  თუ  გავითვალისიწნებთ იმას რომ  შუაღამეს ვრჩები მეცადინეობას და  12 საათზე  ყბაში,  რამე რომ არ გავიგდო გული წამივა  ესეც   ტყუილი  აღმოჩნა.
      უკვე  დაღლილი ვარ  და  წარმომიდგენია   მერე მერე  როგორ ვიქნები....
მაგრამ ეს ყველაფეირ ღირს  და საწიროცაა ალბათ...
  კენწეროს გატკბილებას  ველოდები   და   იმედია ამაში მაინც არ გამიცრუვდება იმედი.

ახლა ყველაზე ცუდი ის არის რომ  გუშინ 4 საათზე დავიძინე, დილით  10 ზე ინგლისური მქონდა  საათ-ნახევარში  ქართულზე უნდა ავიდე  , რომ მოვალ  2 ფურცელი უნარების ამოცანები მაქვს შესასრულებელი (კარგი გატყუებთ 3 :დდ)


ჯობია  წუწუნს მოვრჩე და საქმეს მივხედო.

შემდეგში ერთ წიგნზე მოგიყვებით რომელსაც ხვალ დავასრულებ ...


''ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, ის ვერ იტყვის, რა არის ქალი''  თეოფილ გოტიე
https://www.youtube.com/watch?v=JmfOzFzYumo
   

Comments

Popular posts from this blog

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

დილა