მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

 
მიუხედავად  იმისა, რომ  დილით ჩემ აფრო კულულებს დიდი დრო შევალიე  სკოლაში მხოლოდ სამი  გაკვეთილი გავჩერდი.  გზაში  ფიქრებმა ისე გამიმტაცა რომ  ვერც კი გავაცნობიერე  სწრაფი ნაბიჯებით სიაურლისას რამხელა შეცდომას ვუშვებდი.   წვიმდა  , ირგვლივ კი  არავინ  იყო, მარტო  მივაბიჯებდი ნაწვიმარ ქუჩებში, სწორედ  ამ დროს მეწყება მელანქოლური შემოტევები და მეც   სვლა შევანელე, ღრმად შევისუნთქე  წვიმის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.   მერე კი  მივხვდი რომ  აღარ მციოდა  , არც  მტკიოდა რამე, სხვა გრძნობა გეუფლეა თითქოს თვრები.   წვიმიანი დღეები მიყვარს როცა სახლში ვარ,  ახლა საწოლში  ვწევარ  შეფუთული და  წვიმის წკაპაწკუპთან ერთად  ბაჩო ჯიქიძის ''ვანგრევ კარს'' ვუსმენ.   
გუშინ  წიგნის  საყიდლად ძალიან ბევრი  სიარული მომიწია,  მიყვარს  ასე რომ დავხეტიალობ  რადგან ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვაწყდები.  ერთი პატარა ფისუნია ვნახე  სამას არაგველებზე.  ბურთი, თეთრი გუნდა  საოცრება იყო  თან მოფერება ისე  მოეწონა   ძალიან გამიჭირდა მასთან განშორება.  რომ შემეძლოს ალაბთ ყველა ქუჩის კატა სახლში მეყოლებოდა.
სიმართლე გითხრათ ვცდილობ რაღაც   კარგი დავწერო, მაგრამ   სამწუხაროდ განწყობა  ხელს არ მიწყობს,    შინაგან სამყაროში  საოცარი  ქაოსია.  ვცდილობ დავალაგო, მაგრამ ალბათ ჩემი გარდირობის დალაგება უფრო მარტივია ვიდრე  ამ აზრების. 
რომ  შემეძლოს  ახლა  სიამოვნებით  გავქრებოდი ამ სამყაროდან, მეც მინდა მყავდეს ტარდისი  და ვიმოგზაურო დროსა და სივრცეში....  ამ ერთფეროვან გარემოში როცა ვცადე რაიმე  განსხვავებული ყოფილიყო  მაინც ჩავფლავდი არ გამომივიდა...
სულ ტყუილად ვცდილობ ცისარტყელამ წამოწვიმოს,  წვეთები კი  რკალად განლაგდნენ ჰორიზონტის სიღრმეში....
  ერთფეროვნება რომელსაც მრავალფეორვნებას ვეძახით... ეჰ...

სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.- პლატონი
https://www.youtube.com/watch?v=bU6svdQJZe0

Comments

Popular posts from this blog

აბიტურიენტის დღიურებიდან

დილა